დიაგნოსტიკა

ნინო ბერიძის ბავშთა სტომატოლოგიურ ცენტრში განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ დიაგნოსტიკას.
ვიზიოგრაფია - არის მაღალტექნოლოგიური კვლევა, რომელიც სპეციალური გადამცემის საშუალებით პირის ღრუში გადაღებულ ფოტოს სწრაფად ასახავს კომპიუტერის ეკრანზე, ყოველგავრი ფირის გამჟღავნების გარეშე.

უპირატესობა:

  • ეს ტექნოლოგია ამცირებს დასხივების დოზას 90%-მდე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოზარდი ორგანიზმისთვის;
  • კვლევა ტარდება სწრაფად და კომფორტულად, არ იწვევს ბავშვის გადაღლას;
  • ექიმი იღებს მაღალი ხარისხის ფოტოს დროის უმცირეს მონაკვეთში;
  • ფოტო ასახავს ზედმიწევნით ზუსტად ძვლოვან სტრუქტურაში არსებულ პრობლემას და მცირე დროში იძლევა ზუსტი დიაგნოზის დასმის საშუალებას; 
  • შესაძლებელია ზუსტად დიფერენცირდეს საშუალო და ღრმა კარიესი;
  • ავლენს კბილის ფარულ კარიესულ დაზიანებას, რომელიც პირის ღრუს დათვალიერებისას ექიმის თვალისთვის შეუმჩნეველი რჩება;
  • ჩატარებული მკურნალობის  გადამოწმების საუკეთესო საშუალება.

ნინო ბერიძის ბავშვთა სტომატოლოგიური ცენტრი ფლობს მაღალი დონის აპარატურას, რაც გვაძლევს მინიმალურ გამოსხივებას, შესაბამისად კვლევა არის უსაფრთხო ბავშვისთვის, განმეორებითი ფოტოს გადაღების აუცილებლობის შემთხვევაშიც კი.

ვიზიოგრაფიულ კვლევას არ აქვს ასაკობრივი უკუჩვენება - კვლევა დაშვებულია მცირე ასაკის ბავშვებიშიც.

ჩვენ ვზრუნავთ თქვენი პატარების უსაფრთხოებაზე!

ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: (032) 2322227