თერაპიული სტომატოლოგია

მშობლები ხშირად გვეკითხებიან, რა საჭიროა სარძევე კბილების კარიესის მკურნალობა, ის ხომ მაინც უნდა მოიცვალოს?

  • „საბავშვო“ კარიესი არ არსებობს! ეს არის რეალური ინფექციის წყარო.
    ბავშვთა ასაკში კარიესული პროცესი ძალიან სწრაფად პროგრესირებს და თუ დროულად არ მოხდება რეაგირება, შესაძლოა მეზობელი კბილები ან მთელი კბილთა რკალიც კი ჩაერთოს ამ პროცესში.
  • ბავშვებში კბილის კარიესული დაზიანება ზუსტად ისეთივე ტკივილს იწვევს, როგორსაც უფროსებში.
  • სარძევე კბილების კარიესის გართულებამ შესაძლოა გამოიწვიოს მის გარშემო არსებული რბილი და მაგარი ქსოვილების ინფიცირება, ნერვის ანთება, მუდმივი კბილების ჩანასახების დაზიანება ან განვითარების ანომალიები.
  • ბავშვები ყურადღებას აქცევენ ვიზუალს - ბავშვი დაზიანებული პიგმენტირებული კბილებით ხშირად ხდება ბულინგის მსხვერპლი.
  • მკურნალობის არარსებობას მოყვება სარძევე კბილის ნაადრევი ექსტრაქცია, რამაც, შესაძლოა, თანკბილვის დარღვევა გამოიწვიოს.
  • დაშლილ კბილს ან კბილის ნაადრევ დაკარგვას მივყავართ ლოგოპედურ დეფექტამდე - ბავშვის მეტყველება ირღვევა.

მნიშვნელოვანია პატარას გეგმიური ვიზიტები სტომატოლოგთან, რათა დროულად გამოვავლინოთ და ვუმკურნალოთ მოსალოდნელ დაზიანებებს.

ჩვენს კლინიკაში პატარა პაციენტებს ვმკურნალობთ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით, უახლესი მეთოდებისა და მედიკამენტების გამოყენებით.

იზრუნეთ თქვენი შვილების ჯანმრთელობასა და განვითარებაზე ჩვენთან ერთად!


ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: (032) 2322227