კონფიდენციალურობის შესახებ პოლიტიკა
1. თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშვების შესახებ და მათი დამუშავება
თქვენ, ამ დოკუმენტის საფუძველზე ადასტურებთ, რომ ინფორმირებული ხართ, თქვენი თანხმობით, თქვენი იმ პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ, რომელთაც გვაწვდით როდესაც სარგებლობთ ჩვენი ინტერნეტ პლატფორმითა და ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე სხვადასხვა მომსახურებით. მათ შორის, ჩვენ ვებ-გვერდზე განთავსებული ფორმის შევსებით ან სხვაგვარად თქვენი პერსონალური მონაცემების ჩვენთვის მოწოდებით, ადასტურებთ და აცხადებთ თანხმობას თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები მუშავდება "ნინო ბერიძის ბავშვთა სტომატოლოგიური ცენტრი"-ს მიერ, მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, ვაჟა-ფშაველას №70 ბ; (შემდგომში კლინიკა).
თქვენ მიერ, პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ თანხმობით აცხადებთ და ადასტურებთ, რომ აღნიშნული პერსონალური მონაცემების, მათ შორის, სახელი და გვარი, მისამართი, ელ-ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, ან/და სხვა სახის პერსონალური ინფორმაციის დამუშავება შესაძლოა განხორციელდეს შემდეგი მიზნ(ებ)ით:
- კლინიკის საქმიანობის ფარგლებში და მისგან გამომდინარე მომსახურების გაწევის მიზნით;
- კლინიკის საქმიანობის ფარგლებში და მისგან გამომდინარე კონსულტაციის გაწევის მიზნით;
- აქციების, მარკეტინგული შეთავაზებების, კლინიკის შესახებ ინფორმაციის, კლინიკის საქმიანობის ფარგლებში და მისგან გამომდინარე შემოთავაზებების (ოფერების), მათ შორის, სპეციალური შემოთავაზებების ან/და სარეკლამო მასალის მოწოდების/გაცნობის მიზნით;
- მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ან/და მისი განახლების მიზნით;
- კვლევების, გამოკითხვების ჩატარების, მათ შორის, სტატისტიკური კვლევების ჩატარების და ანალიტიკური მიზნებისთვის;
- კომპანიის მიერ მისი საქმიანობის ფარგლებში და მისგან გამომდინარე მოქმედებების განხორციელების მიზნით, რაც განპირობებულია კომპანიის მიერ, მასზე დაკისრებული ვალდებულებ(ებ)ის, დავალებ(ებ)ის განხორციელების მიზნით.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თუ თქვენ ინფორმაციას ავსებთ სხვა პირის სახელით, კომპანიის მიერ ეს აღიქმება იმგვარად, რომ თქვენ ხართ შესაბამისი უფლებამოსილი წარმომადგენელი და გაგაჩნიათ უფლებამოსილება მოგვცეთ ყველა საჭირო თანხმობა, რათა ჩვენ მიერ პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს წინამდებარე დოკუმენტში მოცემული მიზნებისთვის.
2. უარი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ თქვათ უარი თქვენ მიერ გაცხადებულ თანხმობაზე პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ, შემდეგ მისამართზე nb.kidsdentalcenter@gmail.com, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით, რა შემთხვევაშიც კომპანია შეწყვეტს თქვენი იმ პერსონალური მონაცემების დამუშავებას, რომლის დამუშავებაზეც თქვენ განაცხადეთ უარი.
3. პერსონალური მონაცემების გაუმჟღავნებლობა
კომპანია არ გადასცემს მესამე პირებს თქვენ პერსონალურ მონაცემებს, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
- თქვენი თანხმობით;
- მოქმედი კანონმდებლობებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
- სახელმწიფო ორგანოებისთვის ან/და სამართალდამცავი ან/და აღამსრულებელი ორგანოებისთვის პერსონალური მონაცემების გადაცემა, თუ აღნიშნული მოთხოვნილია მოქმედი კანონმდებლობებით ან/და პირთა ლეგიტიმური ინტერესების დაცვის მიზნით;
- მოქმედ კანონმდებლობებთან, მათ დებულებებთან შესაბამისობაში ყოფნის მიზნით, მათ შორის, სასამართლო/საარბიტრაჟო/მედიაციის პროცესიდან გამომდინარე ან/და მასთან დაკავშირებით არსებული მოთხოვნისა ან/და სახელმწიფო ორგანოს მიერ არსებული მოთხოვნის საფუძველზე;
- თაღლითობის, ფულის გათეთრების, მექრთამეობის ან/და სხვა, მათ შორის, უსართხოების ან ტექნიკური პრობლემების გამოვლენის, მათი თავიდან აცილების ან სხვაგვარად მოგვარების მიზნით;
- სხვა ისეთ შემთხვევებში, რა დროსაც აუცილებელია ასეთი ინფორმაციის გამჟღავნება და გადაცემა მესამე პირთათვის, მოქმედი კანონმდებლობების მოთხოვნათა დაცვით.
4. პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისა და შენახვის ხანგრძლივობა
ჩვენ შევინახავთ თქვენ პერსონალურ მონაცემებს და დავამუშავებთ მათ წინამდებარე დოკუმენტში მოცემული მიზნებისთვის, იმ ხანგრძლივობით რაც საჭიროა ამ დოკუმენტში მითითებული საქმიანობის შესასრულებლად, ან იმდენი ხნით, რამდენიც სხვაგვარად გეცნობებათ, ან რამდენი ხანიც ეს დაშვებულია მოქმდი კანონმდებლობით.
5. კანონმდებლობა
წინამდებარე დოკუმენტი რეგულირდება და ინტერპრეტაცია ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.
6. ცვლილებები
კომპანია უფლებამოსილია, დროთა განმავლობაში მთლიანად ან ნაწილობრივ, განაახლოს ან შეცვალოს წინამდებარე დოკუმენტი. ასეთი ცვლილებები გეცნობებათ კლინიკის ვებ-გვერდის მეშვეობით და სავალდებულო გახდება მას შემდეგ, რაც იგი გამოქვეყნდება და შესაბამისად ხელმისაწვდომი გახდება თქვენთვის. შესაბამისად, გთხოვთ, რეგულარულად ეწვიოთ კლინიკის ოფიციალურ ვებ-გვერდს, რათა შეამოწმოთ და მიიღოთ ინფორმაცია ყვველა ასეთი ცვლილების შესახებ.
7. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად, შპს „ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრის“, როგორც მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრად განისაზღვრა: შპს ლოიალტე (ს/ნ: 405277347), მისამართი: თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა. საკონტაქტო ინფორმაცია: info@contractor.com.ge