ბავშვთა ორთოპედია

გვსურს ბავშვთა ორთოპედიული სტომატოლოგიის რამდენიმე შემთხვევა გაგაცნოთ.

თუ პატარამ სარძევე კბილი ძირითადი კბილის ამოჭრამდე ერთი წლით, ან მეტი დროით ადრე მოიცვალა, ითვლება ნაადრევად. დარჩენილი კბილები იწყებენ მოძრაობას და გაჩენილი თავისუფალი სივრცის შევსებას. რაც არ ტოვებს ადგილს მუდმივი კბილის ჩანასახის ზრდისთვის. ამ შემთხვევაში ჩანასახი არასწორ ადგილას ამოვა და განვითარდება არასწორი თანკბილვა.

თუ სარძევე კბილი კარიესის ან ტრავმის შედეგად დაზიანებულია, ის იცვლის ფერს და პატარას პირის ღრუში შესაძლოა განვითარდეს ესთეტიური დეფექტი. ეს, შესაძლოა, მის ემოციურ მდგომარეობაზე ძალიან ნეგატიურად აისახოს.

თუ კბილის მინანქარს და ფესვს შორის არსებული რბილი ქსოვილი (პულპა) დაზიანებულია, აუცილებელია რესტავრაცია, რომელიც სარძევე კბილის სხვა მყარ ქსოვილებს დაიცავს კბილის მოცვლამდე და მუდმივი კბილის ამოსვლამდე. კვლევებმა აჩვენა რომ პატარებში ბჟენის გამძლეობა გაცილებით დაბალია და საჭიროა პერიოდული განახლება, რომ სარძევე კბილი შენარჩუნდეს ძირითადი კბილის ამოსვლამდე. ასეთ შემთხვევებში გაცილებით ეფექტურია კბილის დაფარვა ცირკონის ან მეტალის თხელი გვირგვინით.

დამატებით პროფესიულ რჩევებს ჩვენი სტომატოლოგები გაგიზიარებენ.

ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე (032) 2322227.
კატეგორიები: რჩევები, ორთოპედია
Edit row
Edit col

ვიზიტის დაჯავშნისთვის შეარჩიეთ კონკრეტული ექიმი ან დაგვიკავშირდით!