როგორ ავირიდოთ თავიდან თანკბილვის პრობლემები?

თანკბილვის დარღვევას ისეთი სერიოზული პრობლემების გამოწვევა შეუძლია, რომელთა შესახებაც ბევრმა საერთოდ არაფერი იცის.

თანკბილვის ანომალიას ხშირად უკავშირებენ ადამიანის ვიზუალის თვალსაჩინო ცვლილებებს, მაგალითად ტუჩების კუთხეების დაწევას, ნიკაპის მცირე ზომას, სახის დაპატარავებასა და სხვა ასიმეტრიებს.

ამასთან ერთად, მჭიდროდ და არასწორად მდგომი კბილები ღრძილების დაავადებების გაჩენის ალბათობის რისკებს საკმაოდ ზრდის, რომ არაფერი ითქვას კარიესის ჩამოყალიბების საშიშროებაზე.

მოზრდილებში თანკბილვის მკურნალობა საკმაოდ რთულია და ბევრად მეტი მანიპულაცია სჭირდება, ვიდრე ბავშვებში. შესაბამისად, როდესაც ბავშვს აქვს კბილების მდებარეობის შესამჩნევი დარღვევები, საჭიროა ექიმ-ორთოდონტის ჩარევა.

ორთოდონტს შეუძლია ყბა-სახის ანომალიების დიაგნოსტიკა და თანკბილვისგან გამოწვეული დისკომფორტის დროულად მკურნალობა.
კატეგორია: ორთოდონტია