რატომ უნდა ვუმკურნალოთ სარძევე კბილებს?

კარიესით დაზიანებული სარძევე კბილების მკურნალობა აუცილებელია!
ზოგიერთი მშობლის დამოკიდებულება: „მაინც მოიცვლის, რა საჭიროა ბავშვის წვალება და ფულის ხარჯვა“ - ეს პრაქტიკულად დანაშაულია ბავშვების ჯამრთელი მომავლის წინაშე.

სარძევე კბილების მკურნალობა მუდმივი კბილების მკურნალობაზე მნიშვნელოვანიც კია და აი რატომ:
1.მუდმივი კბილების სრულფასოვანი ამოჭრა და სწორი თანკბილვის ჩამოყალიბება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სარძევე კბილების ჯანმრთელობასა და დროულ მოცვლაზე. თითოეული სარძევე კბილი ერთობლიობა უზრუნველყოფს ყბების სიმეტრიულ და ზომიერ ზრდა განვითარებას. ასტიმულირებს სახის ძვლებისა და კუნთების ზრდა განვითარებას.  ლოგიკურად, თუ სარძევე კბილები ძლიერ დაზიანდება და მოხდება მათი ნაადრევი დაკარგვა ან ამოღება (ექსტრაქცია), ირღვევა ყბების ზრდა-განვითარებაც. მომავალში კი ეს მიგვიყვანს არასწორი თანკბილვის ჩამოყალიბებამდე, კბილთა რკალის გამრუდებამდე და ესთეტიურ დისკომფორტამდე.
2. სარძევე კბილის კარიესი შესაძლებელია გართულდეს პულპიტით (ნერვის ანთება) ან პერიოდონტიტით (კბილის ჩირქოვანი ინფექცია) და გაჩდეს აპიკალურად (ფესვის მწვერვალთან) კისტაგრანულომური წარმონაქმნები, რაც დააზიანებს მუდმივი კბილის ჩანასახს
3.  სარძევე კბილების მრავლობითი კარიესული დაზიანებები ესთეტიურად რა თქმა უნდა არ არის ლამაზი შესახედი და ხშირად ეს ხდება ბულინგის მიზეზი ბავშვებს შორის, იქნება ეს ბაღი, სკოლა თუ სხვა. ავტომატურად, ბავშვის თვით შეფასება და სოციალურობა ქვეითდება. 
4. სარძევე კბილების მთლიანობა ავითარებს ბგერების სწორად გამოთქმის უნარჩვევებს და უზრუნველყოფს ბავშვის სწორად მეტყველბას.
5. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, კარიესის გაჩენა პირდაპირ კავშირშია პირისღრის ცუდ ჰიგიენასათან, არაჯანსაღი ვიტამინებით და მინერალებით ღარიბი საკვების მიღებასთან და ზოგადად ორგანიზმის იმუნიტეტის დაქვეითებასთან. ამ პრობლემების ინგორირება კი, ჩვენი შვილების ცხოვრების პირველ წლებში მოგვიანებით მოგვიტანს მრავლობითად დაზიანებულ კბილებს და სხვა თანმდევი სისტემური დაავადებების კომპლექტს.
6. სარძევე საღეჭი კბილების ნაადრევი დაკარგვის შემთხვევაში ბავშვს არ ექნება შესაძლებლობა სრულფასოვნად დაღეჭოს ლუკმა და კუჭ-ნაჭლავის ტრაქტში მოხვდება არასრულად დაქუცმაცებული საკვები, რაც ჯაჭვური რეაქციით გამოიწვევს საჭმლის მონელების დარღვევას, შესაბამისად ნივთიერებათა ცვლის დარღვევას.

ხშურად  მშობლები გართულებულ კარიესსაც კი არ მკურნალობენ თავიანთ პატარებს, ეს კი იწვევს პერიოდონტიტის გართულებას პერიოსტიტით, ოსტეომილეიტით, აბსცესით და ფლეგმონით.
გართულებული კარიესით გამოწვეული ლეტალური შედეგის მაჩვენებელი ბავშვებში გაცილებით მაღალი ვიდრე დიდებში, ვინაიდან პატარებშიჩირქოვანი პროცესის ფართოდ პროგრესირებისათვის რამდენიმე დღე, ზოგჯერ კი 24 საათიც საკმარისია.

ძვირფასო  მშობლებო იზრუნეთ თქვენი ბავშვების ჯანმრათელობასა და სილამაზეზე და მათი თვითშეფასების ამაღლებაზე!