სარძევე კბილების მკურნალობა

სარძევე კბილების კარიესს და მის მკურნალობას სამწუხაროდ მშობლები ხშირად ზედაპირულად აღიქვამენ. გავრცელებულია მითი, რომ სარძევე კბილებს განსაკუთრებული მოვლაც არ სჭირდება, ვინაიდან ბავშვმა მაინც უნდა მოიცვალოს ეს კბილები.

სინამდვილეში, სარძევე კბილების მოვლა ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ხელს უწყობენ პირის ღრუს ფორმირებას მუდმივი კბილებისთვის და ასევე ეხმარებიან მათ პოზიციონირებაში.

ბავშვთა ასაკში კარიესული პროცესი ძალიან სწრაფად პროგრესირებს და თუ დროულად არ მოხდება რეაგირება შესაძლოა მეზობელი კბილები ან მთელი კბილთა რკალი ჩაერთოს ამ პროცესში.

კარიესით შეიძლება დაზიანდეს როგორც მუდმივი, ისე სარძევე კბილები. მიზეზები ბევრია:
- პირის ღრუს არასწორი ჰიგიენა
- მოხმარებული ნახშირწყლების ზეგავლენა
- კარიესოგენული მიკრობებით დაინფიცირება
- მატყუარას გახანგრძლივებული გამოყენება

ყველა მიზეზს მივყავართ მინანქრის დემინერალიზაციის და კბილი მაგარი ქსოვილების დაშლამდე. კბილებში მიმდინარე ცვლილებების დიაგნოსტირება შეუძლია მხოლოდ სტომატოლოგს. მკურნალობის გეგმა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დაზიანებულია კბილი.

მკურნალობის უგულებელყოფას მოჰყვება სარძევე კბილის ნაადრევი ექსტრაქცია, რამაც, შესაძლოა, გამოიწვიოს ყბების განვითარების სხვადასხვა ტიპის შეფერხებები.

სარძევე კბილების კარიესის გართულებამ შესაძლოა გამოიწვიოს:
- რბილი და მაგარი ქსოვილების ინფიცირება
- კბილის ნერვის დაზიანება
- მუდმივი კბილების ჩანასახების დაზიანება ან განვითარების ანომალიები.

რატომ არის მნიშვნელოვანი სტომატოლოგთან დროული მიმართვა?
სტომატოლოგი კარიესულ დაზიანებას აუცილებლად აღმოაჩენს და მანამდე უმკურნალებს, სანამ კარიესი კბილის იმ ქსოვილებს დააზიანებს, რომელიც კბილის ტკივილს იწვევს. ის, რაც ხშირად გვგონია პატარა მუქი წერტილი კბილზე, სტომატოლოგთან ვიზიტისას აღმოჩნდება, რომ არის საკმაოდ სერიოზული კარიესული დაზიანება.

დაჯავშნეთ ვიზიტი ონლაინ ან დაგვიკავშირდით ნომერზე (032) 2322227
კატეგორიები: კარიესი, თერაპია