თანკბილვის ანომალიები

თანკბილვა დიდ გავლენას ახდენს როგორც პირის ღრუს, ასევე მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობაზე. 
როდესაც კონტაქტები ზედა და ქვედა ყბის კბილებს შორის არასწორია, თანკბილვა დარღვეულია, რასაც მრავალი პრობლემის შექმნა შეუძლია ბავშვისთვის.

ყველა ბავშვისთვის თანკბილვის პრობლემები ინდივიდუალურია. არსებობს თანკბილვის 7 გავრცელებული ანომალია:
  •  ჯვარედინი თანკბილვა- როდესაც ქვედა ყბა გადანაცვლებულია გვერდით, დარღვეულია ზედა და ქვედა ცენტრის თანხვედრა. თუ ეს ანომალია არ დაკორექტირდა ბავშვობაში, მას ბევრი პრობლემის მოტანა შეუძლია. ყველაზე რთულად გამოსასწორებელია სახის ასიმეტრია, რომელსაც ჯვარედინი თანკბილვა იწვევს.  
  • მეზიალური თანკბილვა - როდესაც ქვედა ყბა გადმოკბილავს ზედა ყბას. ასეთი თანკბილვა ბლოკავს ზედა ყბის განვითარებას და დიდ ზეგავლენას ახდენს სახის პროპორციების დარღვევაზე.
  • ღია თანკბილვა - როდესაც კონტაქტი უკანა კბილებს შორის გვაქვს და წინა კბილები ვერ ეხება ერთმანეთს. ამ თანკბილვის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს სხვადასხვა მავნე ჩვევები, ისეთი როგორიც არის პირით სუნთქვა, მაწოვარას გახანგრძლივებული გამოყენება, ენის წოვა და ა.შ.
  • ღრმა თანკბილვა - როდესაც დახურვისას ზედა ყბის წინა კბილები ძალიან გადმოკბილავს ქვედა ყბის კბილებს. ასეთი თანკბილვა იწვევს ღრძილების დაავედებებს, კბილების არასწორ ცვეთას, ქვედა ყბის განვითარების  შეფერხებას.
  • კბილების მჭიდრო დგომა - ასეთი ანომალიის დროს მუდმივ კბილებს ადგილი არ აქვთ კარგად ამოჭრისთვის.
  • სივრცეები კბილებს შორის - ეს შეიძლება იყოს მიზეზი სხვადასხვა კბილების დანაკლისის, რომელსაც მშობელი ხშირ შემთხვევაში ვერ ამჩნევს.
  • საჭრელი კბილების პროტრუზია ანუ წინ დახრა - ვიზუალური პრობლემების გარდა, ასეთი კბილების ყველაზე მეტად მიდრეკილნი არიან ტრავმისკენ და დაზიანებისკენ.

ამ ანომალიების უმეტესს ნაწილი შეიძლება ვუმკურნალოთ ბავშვთა ასაკში, რაც ხელს შეუწყობს ყბების სწორ ზრდას და თანკბილვის ნორმალურ ჩამოყალიბებას. ამიტომ თუ შენიშნავთ, რომ თქვენს პატარას რომელიმე ზემოთ აღნიშნული პრობლემა აქვს, მიმართეთ ორთოდონტს.

დაჯავშნეთ ვიზიტი ონლაინ ან დაგვიკავშირდით ნომერზე (032) 2322227.