სჭირდება თუ არა ბავშვს ბრეკეტები?

მშობლებს ხშირად აქვთ კითხვა, როგორ მივხვდეთ სჭირდება თუ არა ბავშვს ბრეკეტები?

ორთოდონტთან კონსულტაცია და ბრეკეტის გაკეთება რეკომენდებულია მაშინ, როცა შეიმჩნევა:

▪️პირით სუნთქვა
▪️ღეჭვითი პრობლემები
▪️დარღვეულია თანკბილვა
▪️კბილების ან ყბის ასიმეტრია, სახის ოვალთან მიმართებაში

მკურნალობისთვის იდეალურ ასაკად მიიჩნევა10-14 წელი, როდესაც პირის ღრუს ორგანოები და სახის ძვლები ჯერ კიდევ ზრდის პროცესშია და კბილებიც უფრო “დამყოლია” სწორ პოზიციაში ჩასაყენებლად.

ბრეკეტებით მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა 1,5-2 წელია და დამოკიდებულია პათოლოგიის სირთულეზე. 

დღეისათვის ბრეკეტების ძალიან მრავალფეროვანი არჩევანი არსებობს:
მეტალის, ფაიფურის, ლინგვალური, თვითლიგირებადი  და ა.შ.

დაჯავშნეთ ვიზიტი ონლაინ ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 032 2322227.

კატეგორია: ორთოდონტია