კბილების ამოჭრის ვადები

ჩვეულებრივ, პირველი სარძევე კბილები ამოიჭრება 6-8 თვის ასაკში. სარძევე კბილების ამოჭრა სრულდება 2,5 - 3 წელზე. პატარას 3 წლის ასაკში, ჯამში 20 სარძევე კბილი უნდა ჰქონდეს.

სარძევე კბილების ამოჭრის ვადებია:
  • 6-8 თვე - პირველი სარძევე საჭრელი კბილები
  • 8-14 თვე - მეორე სარძევე საჭრელები
  • 12 - 16 თვე - პირველი საღეჭი მოლარები
  • 16 - 24 თვე - ეშვები
  • 20-30 თვე - მეორე სარძევე მოლარები

გვახსოვდეს, რომ კბილების ამოჭრა, როგორც ბავშვის ორგანიზმის ზრდა-განვითარება, ინდივიდუალური პროცესია, ამიტომ ნუ შეშინდებით, თუ 3 წლისთვის ჩვენს პატარას ჯერ კიდევ არ აქვს სრულად ამოჭრილი კბილები.
თუმცა, ამ პროცესს დიდი ყურადღებით უნდა ვადევნოთ თვალი და ამიტომ სტომატოლოგთან ერგულარული ვიზიტები მნიშვნელოვანია.

დაჯავშნეთ ვიზიტი ონლაინ ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 032 2322227.