ვესტუმროთ თუ არა სტომატოლოგს Covid-19 ის დროს?

ბოლო დროს აქტუალურია კითხვა, მივიყვანოთ თუ არა პატარები კორონა ვირუსის პერიოდში კბილის ექიმთან, თუ გადავდოთ სარძევე კბილების მკურნალობა უფრო მშვიდი პერიოდისთვის?

 დავიწყოთ კარიესის ზეგავლენით ბავშვის ზოგად ჯანმრთელობაზე - კარიესი, ისევე როგორც პირის ღრუს ყველა ინფექცია, ასუსტებს არა მხოლოდ იმუნიტეტს, არამედ - დამცავ ბარიერს, ნებისმიერი სხვა ინფექციისა თუ ვირუსის წინააღმდეგ. ამავდროულად კარიესმა შესაძლოა გამოიწვიოს გართულებები, ნებისმიერი სხვა ვირუსით დაავადების დროს. რადგან კარიესთან ხანგრძლივი ბრძოლის გამო ორგანიზმის იმუნიტეტი შესუსტებულია, მას ესაჭიროება "შესვენება" რომ აღიდგინოს იმუნური უჯრედების მარაგი, რა დროსაც პათოგენური ბაქტერიები იწვევენ სხვადასხვა გართულებებს, როგორიცაა: სინუსიტი, ოტიტი, ბრონქიტი, პნევმონია და სხვა.
კბილების სიჯანსაღე და ზოგადი ჯანმრთელობა მჭიდრო კავშირშია ადამიანის ორგანიზმში.

ასევე არსებობს ადგილობრივი გართულებები: როცა კარიესის მკურნალობა დროულად არ ხდება სარძევე კბილიდან ინფექცია შესაძლოა მუდმივ კბილზეც გადავიდეს და გამოიწვიოს ჰიპოპლაზია, რაც შესაძლოა, მინანქრის დალაქავებით ან დაზიანებით გამოიხატოს.

გარდა ამისა, არსებობს შემთხვევებიც, როცა სარძევე კბილის კარიესმა შესაძლოა მუდმივი კბილის ჩანასახის სიკვდილი გამოიწვიოს, ეს იშვიათი გართულებაა, მაგრამ მაინც ძალიან ყურადსაღები.

ასე რომ, ნუ გადადებთ თქვენი და თქვენი პატარას სტომატოლოგთან ვიზიტს გავრცელებული პანდემიის გამო. დაიცავით უსაფრთხოების ნორმები და ესტუმრეთ სტომატოლოგს დროულად.

ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე (032)2322227