რა არის პერიოდონტიტი?

პერიოდონტიტი არის კბილის ფესვის და მის ირგვლივ ძვალში მდებარე ქსოვილების ანთება. პერიოდონტიტი თავისი არსით წარმოადგენს მკურნალობის გარეშე დატოვებული პულპიტის გართულებას, ანუ ინფექცია პროგრესირებს და ჩართული აღმოჩნდება კბილის ფესვის აპიკალური ნაწილიც.

არის თუ არა საშიშროება? პირის ღრუში თქვენს ბავშვს უვითარდება ჩირქოვანი პროცესი, რომელიც შემდგომი პროგრესირების შემთხვევაში ზრდის თავის მასშტაბს, მოიცავს რა ირგვლივ მდებარე რბილ ქსოვილებს, შეიძლება განვითარდეს აბსცესი (ფართო, შემოსაზღვრული ჩირქოვანი პროცესი) ან ფლეგმონა (ფართოდ გაფანტული ჩირქოვანი პროცესი საზღვრების გარეშე). შემდეგი გართულება არის სარძევე კბილის ქვეშ, ძვალში მდებარე მუდმივი კბილის ჩანასახის დაზიანება.

სიმპტომები:

  • მოულოდნელად დაწყებული მწვავე ტკივილები, განსააკუთრებულად კბილით კბილზე დაჭერისას;
  • ღრძილისა და ლოყის შესიება, სახის გამოხატული ასიმეტრია;
  • უსიამოვნო სუნი პირის ღრუში;
  • თან ერთვის სხეულის მომატებული ტემპერატურა და ზოგადი სისუსტე.

რჩევა: დაიცავით თქვენი პატარის პირის ღრუს ჰიგიენა, აკონტროლეთ კვების რაციონი, მაქსიმალურად შეზღუდეთ ტკბილეული, არ გამოტოვოთ გეგმიური ვიზიტები სტომატოლოგთან.

დამატებით პროფესიულ რჩევებს ჩვენი სტომატოლოგები გაგიზიარებენ.

ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე (032) 2322227.