სარძევე კბილების ამოღება

როგორც წესი, ბავშვები სარძევე კბილებს თავისით იცვლიან, თუმცაღა, არსებობს უამრავი ფაქტორი, როდესაც ბავშვს სპეციალისტის დახმარება სჭირდება კლინიკის პირობებში.  როდის არის სარძევე კბილის ამოღების ჩვენება?

  1. როდესაც არ მოხდა მკურნალობის დროული ჩატარება და არსებულმა ანთებითმა პროცესმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას მუდმივი კბილის ჩანასახს.
  2. მუდმივი კბილი ცდილობს ამოსვლას, მაგრამ სარძევე კბილი არ ირყევა (სარძევე კბილის ფესვების ფიზიოლოგიური გაწოვა არ მოხდა).
  3. სარძევე კბილი არ აძლევს მუდმივ კბილს სწორი მიმართულებით ამოჭრის საშუალებას.
  4. ძლიერი ტრავმის დროს.
  5. მორყეულია სარძევე კბილი, რომელიც არის დისკომფორტის მიზეზი და ბავშვს უღიზიანებს ღრძილს.

დამატებით პროფესიულ რჩევებს ჩვენი სტომატოლოგები გაგიზიარებენ.

ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე (032) 2322227.
კატეგორია: რჩევები