დენტალური ტრავმები

მსუბუქი ფიზიკური დატვირთვა, სპორტი და თამაში, საკმაოდ მნიშვნელოვანია ბავშვის სწორი განვითარებისთვის, თუმცა შესაძლოა არასასიამოვნო პრობლემები გამოიწვიოს. განსაკუთრებით ხშირი ისეთი შემთხვევებია, როდესაც ირღვევა ან ზიანდება კბილის მთლიანობა.

მსგავსი ტრავმების თავიდან აცილება, ფაქტობრივად, შეუძლებელია, თუმცა ექიმთან ვიზიტს სიტუაციის გამოსწორება მარტივად შეუძლია. პროფესიონალების ჩარევა ერთადერთი საშუალებაა პირის ღრუს პირვანდელი მდგომარეობისა და იდეალური ღიმილის აღსადგენად.

როდესაც საქმე ბავშვებს ეხება, მკურნალობა შესაძლოა სულ რამდენიმე დღე გაგრძელდეს, თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც შედეგის მიღწევას 2 ან 3 წელი სჭირდება. ამას დაზიანების ხარისხი, ფესვის ჩამოყალიბება და სტომატოლოგის შერჩეული მეთოდები განაპირობებს. შესაბამისად, კვალიფიციურ ექიმთან ვიზიტი დაუყოვნებლივაა რეკომენდირებული!

ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე (032) 2322227
კატეგორიები: რჩევები, ორთოპედია